გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
- მედიაწიგნიერების განვითარება;
- ანალიტიკური აზროვნების განვითარება;
- ზეპირმეტყველების, მოსმენის და აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების განვითარება;
- სხვადასხვა ჟანრის ფილმების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
- ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა-განვითარება;
- ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლება და საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
ჩვენი კლუბი შეიქმნა ,,CineDOC-სკოლის“ პროექტის ფარგლებში.
„CineDOC სკოლა“ შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმების მეშვეობით და არაფორმალური განათლების ხელშეწყობით მიზნად ისახავს სასკოლო განათლებაში წვლილის შეტანას. პროექტი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების სიმწირით გამოწვეული რეალობის საპასუხოდ შეიქმნა და ითვალისწინებს მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი დოკუმენტური კინოს მეშვეობით ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.
გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა კლუბმა ამა წლის .... მარტიდან დაიწყოს მუშაობა.
განმცხადებელი: ი.გურასპაშვილი
განმცხადებელი: რ.გორგაძე
თარიღი: 04.02.2024წ
No comments:
Post a Comment